მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი დაიბადა სოფელ წერაქვში,
(ნამდვილი გვარი ადამაშვილი)
1880 წლის 8 ნოემბერს. პირველი ნაწარმოებებზეც ამ სახელით აქვს ხელი მოწერილი,
თუმცა ეს არ ნიშნავს,
რომ ჯავახიშვილი მისი ფსევდონიმია.
მის გვართან დაკავშირებული გაგუგებრობა შემდგომ თავად ჯავახიშვილმა განმარტა:
„ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან.
ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს,
ქართლში კაცი შემოკვდომია,
იქიდან გამოქცეულა,
ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი,
ტოკლიკაშვილი აუღია.
შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით,
იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით.
პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ.
მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“
სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.

წყარო: http://www.memento.ge/qartveli-mwerlebi/
No comments:
Post a Comment